არქივი21 ივნისი, 2024, 10:21
გამოცემა “ლე მონდი”-ს ცნობით, პუტინმა არ გამორიცხა ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა
გამოცემა “ლე მონდი”-ს ცნობით, პუტინმა არ გამორიცხა ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
„ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივაწოდოთ იარაღი მსოფლიოს სხვა რეგიონებს, ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენი შეთანხმებების გათვალისწინებით და მე არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას“, – განაცხადა პუტინმა ვიეტნამში ვიზიტისას.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.