გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან ქალებმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს

ბათუმში, გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან სიმბოლურად ქალები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ასევე, სოლიდარობას უცხადებენ სხვა დაკავებულებს.
“მოვუწოდებთ ყველა ქალს, რომ მზიას გვერდით დადგეს. მზიას ამბავს ძალიან განვიცდით, იგი შიმშილობს. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა უკანონოდ დაკავებულს, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს