ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
„შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 16.
ბიოლოგიის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა - 18.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
გამოცდები 2024 - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.