პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს აქვეყნებს:
„გთავაზობთ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა(VII-XII), მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა (VII-XII), ქიმია (VII-XII), ბიოლოგია (VII-XII), ისტორია (VII-XII) და გეოგრაფია (VII-XII).
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.