გამოქვეყნდება გეგმა, სადაც იქნება კონკრეტული მითითება როგორ და რა გზით მოხდება 9 რეკომენდაციაზე მუშაობა – დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გამოქვეყნდება გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორ გაგრძელდება 9 რეკომენდაციაზე მუშაობა.
მისი თქმით, ვისაც პროცესებში აქტიური მონაწილეობის სურვილი ექნება, “ქართული ოცნება” კარს არავის დაუხურავს.
“გამოქვეყნდება გეგმა, სადაც იქნება კონკრეტული მითითება თუ რა, როგორ და რა გზით მოხდება 9 რეკომენდაციაზე მუშაობა. არაერთხელ ითქვა და დღესაც შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ყველას ვისაც სურვილი აქვს იმის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, “ქართულ ოცნებას” კარები არასდროს არ დაუხურავს. ამ გეგმაში გაწერილი იქნება, რა მიმართულებით და რა საშუალებებით იქნება სამუშაო წარმოება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს