“გამოფხიზლდით!” – ქართველ ემიგრანტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, აქტიურად გამოხატონ პოზიცია.
“დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკესი, დაუნდობელი, რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკის პოსტში.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს სთხოვს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ მედიაში, საელჩოებთან, ან საქართველოში ჩამოსვლით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 13,49% მიიღო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე და მეოთხე ადგილზე გავიდა. შედარებისთვის, ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 53,93% მიიღო.
29-30 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე წინა დღეს დაწყებული აქცია გაგრძელდა. 28-29 ნოემბრის მსგავსად, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა დაპირისპირება.
გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე -ის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.
რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტები კედელთან მოიმწყვდიეს სხვადასხვა მხრიდან, გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მათი ნაწილი დააკავეს და მხოლოდ მოგვიანებით მისცეს ტერიტორიის დატოვების საშუალება.
მანამდე, წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა.
გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად დახიეს უკან.
პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
-ს განცხადებით, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. უწყების თანახმად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჯამში 107 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაშავდა ათი სამართალდამცველი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც “სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.”
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ. სახალხო დამცველის განცხადებით “შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ