“გამოსამშვიდობებელი ტექსტივით კი იყო” – კობახიძის ბრიფინგზე (ვიდეო)

“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელი, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრმა  27-ჯერ ახსენა.

ეკა ბესელიას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ბრიფინგი ირაკლი კობახიძის გამოსამშვიდობებელი ტექსტივით იყო.

მისივე თქმით, ის, რომ ირაკლი ბრიფინგის ტექსტს კითხულობდა და ზეპირად არ გადმოსცემდა, მიანიშნებს, რომ ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

… სერიოზული შეშფოთების საგანია ის, რომ ამ მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ამბების წაკითხვა უწევდა მას. ეს არ იყო ბრიფინგი, რომელსაც ატარებდა , ბევრი რამე შეიძლება დააბრალო, მაგრამ ზეპირად საუბარი შეუძლია. მაგრამ დღეს რომ შპარგალკით საუბრობდა ბრიფინგზე, ანუ კითხულობდა მთლიანად ტექსტს, რომ არ შეშლოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტექსტი გავლილი იყო ბიძინა ივანიშვილთან, დარწმუნებული ვარ და ეს ტექსტი იყო შეთანხმებული, რომელიც მას უნდა წაეკითხა. 

კიდევ ერთი საინტერესო ქვეტექსტი იყო ამ ბრიფინგის დროს – ერთი წინადადებით, სადაც [კობახიძე] ყვებოდა როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს იყო საინტერესო, ამ თხრობის დროს, ხომ ყველამ ისედაც იცის, რომ გადაწყვეტილებების მიღება ვერტიკალურად ხდება და არა ჰორიზონტალურად და ამ ვერტიკალურ სისტემაში რომც არ ეთქვა კობახიძეს, რომ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებასო, ეს ხომ ისედაც ცნობილია, მაგრამ მან ეს ღიად და პირდაპირ საჯაროდ თქვა.  ეს ნაწილი მგონია, რომ იყო კობახიძის ნაწილი მხოლოდო და მხოლოდ ამ ბრიფინგში, ყველა დანარჩენი ალბათ უფრო იყო შეთანხმებული ტექსტი… თავის გამოსამშვიდობებელი ტექსტივით კი იყო. პირველი რეაქცია მართლა ეგ მქონდა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.