ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირს და NATO-ს ენდობა, EAEU-ს და ОДКБ - არა - კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირს ენდობა.
კითხვაზე - ენდობით თუ არა ევროკავშირს - სრულად ენდობა 21%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 36%, საერთოდ არ ენდობა 10%, უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა 8%.
გამოკითხულთა უმრავლესობა ენდობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, 13% აცხადებს, რომ სრულად ენდობა, 25% - უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა, საერთოდ არ ენდობა 11%, უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა - 14%.
რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირს (EAEU) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო, CSTO) ОДКБ (ო-დე-კა-ბე), გამოკითხულთა უმრავლესობა არც ერთს ენდობა და მეორეს.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირს საერთოდ არ ენდობა 37%, სრულად ენდობა - 3%;
ო-დე-კა-ბე-ს - საერთოდ არ ენდობა 16%, სრულად ენდობა - 1%.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.