ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს უკრაინას, ორადაა გაყოფილი – უკრაინული მედია

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს უკრაინას, ორადაა გაყოფილი – უკრაინული მედია
ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს უკრაინას, ორადაა გაყოფილი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, გამოკითხულთა 48% შესაბამის კითხვას დადებითად პასუხობს, 49% კი მიიჩნევს, რომ შტატებს ეს ვალდებულება არ აქვს.
რესპუბლიკელების უმრავლესობა (62%) თვლის, რომ შეერთებული შტატები არ არის ვალდებული, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში. დემოკრატებისა და დემოკრატების მხარდამჭერი ამომრჩევლების დაახლოებით ორი მესამედი (63%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ეს პასუხისმგებლობა.
გამოკითხული ამერიკელების 29% თვლის, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს, 26% ამბობს, რომ შტატები იმ მასშტაბის დახმარებას უწევს კიევს, რამდენიც საჭიროა.
Pew Research Center-ის გამოკითხვა 9 424 ამერიკელ მოზარდში ჩატარდა 2024 წლის პირველი ივლისიდან 7 ივლისამდე პერიოდში, ამ დროს ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.