ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები - ქალთა უფლებების საუკეთესო გაშუქებისთვის პრიზი რადიო თავისუფლებამ აიღო

გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები - ქალთა უფლებების საუკეთესო გაშუქებისთვის პრიზი რადიო თავისუფლებამ აიღო

მოკლედ
· ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2025-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.
· პრიზი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საუკეთესო გაშუქებისთვის რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ნასტასია არაბულმა აიღო.
· მედიის ადვოკატირების კოალიციის ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა, პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს, გაზეთ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს.
· კატეგორიაში - ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში გაიმარჯვა მინდია გაბაძემ („პუბლიკა“) ნამუშევრით "ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა";
· კატეგორიაში - სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინმედიაში პრიზი აიღო ნათია ამირანაშვილმა („პუბლიკა“) ნამუშევრით „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“;
· კატეგორიაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ნასტასია არაბულს (რადიო თავისუფლება) მასალისთვის "ტინდერის ასლარიანო ბოზებო“, - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე“;
· კატეგორიაში - სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი გაიმარჯვა "სტუდია მონიტორმა" გამოძიებისთვის "გაიცანით სკამერები საქართველოდან";
· ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.