“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”

“რადგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ირანის რევოლუციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას, გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლა იმ ქვეყნის საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც სასტიკად გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს და ამას შეეწირა ასევე რამდენიმე ჩვენი თანამემამულე ფერეიდნელების სიცოცხლე. შემდეგ კი ყურადღებას გავამახვილებთ მოწვევაზე, რომელსაც აქვეყნებს ბატონი გიორგი სანიკიძე, რომლის კონვერტს აწერია The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran – გამოდის 1616 წელი – გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში. ეს ჩვენ შეურაცხყოფად მიგვაჩნია, მაგრამ ამაზე ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს, ესწრება მათ საზეიმო მიღებას და მისასალმებელი სიტყვითაც გამოდის.” – წერს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი ფერეიდნიდან საქართველომდე
🔴 გუშინ ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანიკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის საელჩოს მიერ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე მისაწვევ კონვერტზე შაჰ აბასის დროს ქართველების ირანში იძულებითი გადასახლება საზეიმო ამბად იყო წარმოჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად