ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან..." - გაიცანით ტიკტოკის ვარსკვლავი, მარიამ ლამაზი და მისი ოჯახი - Marao

სოციალურ ქსელში ბოლო დროს, ალბათ, ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხვედრია გატეხილი ქართულით მოსაუბრე, მშვენიერი, ენერგიული და მუდამ მხიარული გოგონას ვიდეო, სახელით "მარიამ ლამაზი".
"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან..." - სწირედ ასე იწყებს ის თავის ყოველდღიურ ვლოგებს ტიკტოკზე, სადაც ამერიკულ ცხოვრებას, მაიამისა და საკუთარ ოჯახს მაყურებელს აცნობს. მარიამი ამბობს, რომ 20 წლის იყო, როცა პირველად ამერიკაში წავიდა, ჯერ ბოსტონში ცხოვრობდა, შემდეგ მაიამიში, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე, ნელსონ ალტიდორი, რომელიც ჰაიტიდანაა. წყვილს ახლა ორი შვილი, ლუკა და ლეილა ჰყავს, რომლებიც აქტიურად ჩანან ვიდეობში დედასთან ერთად.
"წარ­მო­შო­ბით ნა­ხევ­რად რუსი ვარ და და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, 2 წლის ასაკში გა­და­ვე­დით რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი გვა­რი იყო კო­ზი­ნა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მა­წუ­ხებ­და, რად­გან მე ასე­ვე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ და უზო­მოდ მიყ­ვარ­და დე­დუ­ლე­თი. თავს ქარ­თვე­ლა­დაც მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი და მა­წუ­ხებ­და რუ­სუ­ლი გვა­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, დე­დის გვარ­ზე გად­მოს­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. დე­და­ჩე­მის გვა­რი გო­ჩე­ლე­იშ­ვი­ლია, არც ისე მარ­ტი­ვად გა­მო­სათ­ქმე­ლი იყო რუ­სე­ბის­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წლის ასა­კამ­დე მა­წუ­ხებ­და ეს თემა, ხოლო შემ­დგომ გა­დავ­წყვი­ტე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში “მა­რი­ამ ლა­მა­ზი” და­მე­წე­რა. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ქმრის გვარ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი ახ­ლან­დე­ლი გვა­რი ალ­ტი­დო­რია.
20 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლა მო­მი­წია, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვა­პი­რებ­დი და დი­დად სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ეს იყო მა­მის სურ­ვი­ლი, ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნა მე და ჩემს ძმას.
და­ახ­ლო­ე­ბით 4 წელი ვცხოვ­რობ­დი ბოს­ტონ­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დით მა­ი­ა­მი­ში, სა­დაც დღემ­დე ვცხოვ­რობ. ჩემი მე­უღ­ლე არის ამე­რი­კე­ლი, ჰა­ი­ტე­ლი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, რო­დე­საც მა­მა­მის­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა მა­ი­ა­მი­ში და მას მერე აქ ცხოვ­რობს", - ამბობს მარიამი.
"ვოც­ნე­ბობ­დი ფე­რად­კა­ნი­ან ქმარ­ზე, რა თქმა უნდა, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მხვდე­ბოდ­ნენ, ხოლო როცა ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი, დავ­რე­გის­ტრირ­დი ერთ-ერთ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე სა­ი­და­ნაც შე­მეძ­ლო პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლა და სა­უ­ბა­რი უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ლა­ივ­ში შე­მო­ვი­და ჩემი მე­უღ­ლე, რომ­ლის სუ­რა­თი ვნა­ხე და სი­გი­ჟემ­დე მო­მე­წო­ნა. ერთი სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტიც მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი მი­მო­წე­რა და­ი­წყო, მახ­სოვს, ჩემს და­ქალს ვუ­თხა­რი, რომ ეს ბიჭი ჩემი საქმრო არის-თქო, მა­შინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის ჩემი ორი შვი­ლის მამა გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ ბედი ასე­თია. დიდ­ხანს ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს, ორ კვი­რა­ში პა­ე­მან­ზეც დამ­პა­ტი­ჟა, დე­ტა­ლებ­ში მახ­სოვს ის სა­ღა­მო, რა ეცვა, რო­მე­ლი სუ­ნა­მოს სუნი ას­დი­ო­და, რო­გორ მო­მე­სალ­მა, ჩა­მე­ხუ­ტა… ნამ­დვი­ლად, ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო" - აღნიშნას მარიამი ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.