“გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მის მოპოვებას ვაპირებთ” – ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, პალესტინის ტერიტორიის უსაფრთხოებაზე კონტროლი ისრაელს უნდა ჰქონდეს

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროები სახმელეთო ოპერაციებს აფართოებენ. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 127 ადამიანი დაიღუპა. ომის დაწყებიდან დღემდე კი, ჯამში, 24,600-ზე მეტი.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, პალესტინის ტერიტორიის უსაფრთხოებაზე კონტროლი ისრაელს უნდა ჰქონდეს.
ბეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში შეტევას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს, რაც “ჰამასის” განადგურებასა და დარჩენილი მძევლების დაბრუნებას გულისხმობს.
“გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მის მოპოვებას ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას – და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას; “ჰამასის” ლიკვიდაცია და რა თქმა უნდა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ისრაელის პრემიერის ბოლო კომენტარზე საპასუხოდ, განაცხადა, რომ ღაზის ხელახალი ოკუპაცია არ მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში