ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის განცხადებით, მასთან საუბარაში ერთ-ერთმა ევ­რო­კო­მი­სარ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამ ზო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას ახ­სე­ნა “ხომ ნა­ხეთ, ფი­ცოს რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო­თო.”

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია, ამ მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა აკ­ვირ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ხე­დავს, რომ მთე­ლი რიგი მა­ღა­ლი რან­გის უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ ერი­დე­ბი­ან ღია შან­ტაჟ­საც კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­გვარ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შან­ტაჟს დიდი ხა­ნია მიჩ­ვე­უ­ლი ვართ და მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც არ­სე­ბი­თად უკვე და­კარ­გა აქ­ტუ­ა­ლო­ბა.

თუმ­ცა, ხან­გრძლი­ვი შან­ტა­ჟის ფონ­ზეც კი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ევ­რო­კო­მი­სარ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გაჟ­ღერ­და. კერ­ძოდ, ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­კო­მი­სარ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამ ზო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას ახ­სე­ნა - "ხომ ნა­ხეთ, ფი­ცოს რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო­თო“.

რო­დე­საც გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შან­ტა­ჟის კონ­ტექ­სტში ახ­სე­ნე­ბენ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, ეს ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ხაზს გა­ვუს­ვამ იმა­საც, რომ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე თავ­დას­ხმის უკან იკ­ვე­თე­ბა ერთ-ერთი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის კვა­ლი, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნიე, ამ მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა. რო­ბერტ ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან გავ­ლე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლი შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის სა­ხით, საქ­მე გვაქვს უაღ­რე­სად სა­შიშ ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის შე­მო­სა­ტა­ნად ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ გეგ­მებს არც ამ­ჯე­რად უწე­რია წარ­მა­ტე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბას და პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.