გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ

გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ. ასე მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფილი იქნა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ქმედებით, შეილახა საქართველოს ინტერესები და ამ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ მართალია, დელეგაციის სიმცირის გამო, ეს უარყოფა ვერ იმოქმედებს რეზოლუციის მიღებაზე, მაგრამ ეს იქნება ხმამაღალი ნათქვამი იმ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობაზე, რაც მოხდა ეუთოს ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 31-ე სესიაზე.
„გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ. ასე მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფილი იქნა.
ამით შეილახა საქართველოს ინტერესები და ამ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. მართალია, დელეგაციის სიმცირის გამო, ეს უარყოფა ვერ იმოქმედებს რეზოლუციის მიღებაზე, მაგრამ ეს იქნება ხმამაღალი ნათქვამი იმ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობაზე რაც მოხდა ეუთოს ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 31-ე სესიაზე“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა