არქივი21 აპრილი, 2024, 08:38
გალერი: ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან".
ამასთან, ევროპარლამენტარი გუშინ, თბილისში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს.
"საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს, შანსი აქვს, გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის პროევროპული ალტერნატივა შექმნას, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება", - წერს გალერი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.