არქივი11 ივნისი, 2025, 19:41
“გალაქტიკური მოვლენა” საქართველოში და “დაზიანებული ევროპული ეკონომიკა” – ორბანი კობახიძეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს მიმართა და თქვა:
“თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.