ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება - OSCE PA სირიას

გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება - OSCE PA სირიას

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
კერძოდ, ვრცელი, 219-პუნქტიანი დეკლარაციის 68-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას:
· „გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
· გაიწვიოს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
· აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.