ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო

გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება.
,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს“- წერს ზაალ მიქელაძე და სხვა ოპოზიციონერების შედეგებსაც აფასებს. მისი თქმით, ყველასგან დავიწყებულ მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს „ედისონ რისერჩმა“ 63-63 % დაუწერა და არც შალვა ნათელაშვილი დაავიწყდა, რომელსაც 40% დაუწერა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა “სწორ გაჩერებებს გაცდა“ და საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.
„დაცინვაცაა და დაცინვაც… ,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს. უფრო შორს წავიდნენ ,,ედისონელები”- ერისა და ბერის დავიწყებული ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებს სათავეში ჩაუყენა, ნაცანასხლეტების შემკრებ ზურაბიშვილთან ერთად- 63-63%. არ აწყენინეს შალიკოს (არ დაუკარგეს ფანჩატურში შეფარება) და 40% დაუწერეს, თუმცა პარტიულ რეიტინგში ბარიერს ახლოსაც არ მიაკარეს.
გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო,“- წერს ზაალ მიქელაძე.
Previous საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.