გაისად პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავს

მომავალ წელს პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა და დაამატა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლას მხარს უჭერდა.
„პოლონეთი 4%-ს ხარჯავს, მომავალ წელს კი 5%-ს დახარჯავს. ჩვენ ნატო-ში პირველ ადგილზე ვართ, მათ შორის აშშ-ის ჩათვლით, რადგან ცივი ომის შემდეგ ჩვენ მუდმივი მშვიდობის ეპოქაში აღარ ვიმყოფებით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი