ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გაინტერესებთ, "ნაპოლიში" მუშაობის დროს რა ვისწავლე?" - ლუჩანო სპალეტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, სწორედ "პარტენოპეიში" მუშაობის პერიოდში ისწავლა, თუ რას ნიშნავს ჩემპიონობა.
"ნეაპოლი მუდამ ჩემს გულშია, მე მათი ნაწილი ვარ. სწორედ ამ გუნდში მუშაობისას ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ჩემპიონობა, იმედი მაქვს, მათთვის ყველაფერი უკეთესობისკენ წავა", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "'პარტენოპეი" ჩემპიონატის მორიგ მატჩს ხვალ, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.