გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი – კიევში დღეს გლოვის დღეა

კი­ე­ვის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი 9 ივ­ლისს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ დე­და­ქა­ლაქ­ზე რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას, – ამის შე­სა­ხებ კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იუ­წყე­ბა.
„კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 9 ივ­ლი­სი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და. ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ზე დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. აკ­რძა­ლუ­ლია ყო­ველ­გვა­რი გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქა­ლა­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.
შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის კი­ევ­ზე, სა­რა­კე­ტო იე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რა­საც, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 37 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მხო­ლოდ კი­ევ­ში და­ღუ­პუ­ლია 27 და და­შა­ვე­ბუ­ლია 80-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიან ივანაძე: სანამ განათლების სამინისტრო და ბიუროკრატიული აპარატი იმაზე ფიქრობს, თუ რა ფერის ჰალსტუხი უნდა ეკეთოს მოსწავლეს და რა უშინაარსო სურათი უნდა დახატოს ისტორიის წიგნის გარეკანზე, რეალური სამყარო სინათლის სიჩქარით მიიწევს წინ და გვტოვებს შუა საუკუნეების წყვდიადში