გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით – „საქართველოს ბანკი“, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი „საქართველოს ბანკის“ მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი – ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი – ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:
· როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
· როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
· მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.
აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა