ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ვარკეთილში გაზმომარაგება 17800 აბონენტს შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ვარკეთილში გაზმომარაგება 17800 აბონენტს შეუწყდა

ვარკეთილში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეწყვეტილი გაზომომარაგების აღდგენა დაიწყება 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 08:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
ვარკეთილი - 3, I, II, III,IIIა, IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიხეილ გახოკიძის, ილია სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის, ვიქტორ კუპრაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ: ყადირ შერვაშიძის, დიმიტრი ალექსიძის, დვალის, სადგერის, სადგურის, რადიოსადგურის მიმდებარედ, მიხეილ გახოკიძის, ოჯალეშის, ჩხენკელის, თაყაიშვილის, რწმენის, პატარა ლილო - დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, ც.დადიანისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე შპს ,,ისთ ფოინთს" (შპს ,,გარანტი XXI -ს)
„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.