გაზის ტრანსპორტირების კომპანია - ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადადების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი გაზი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება.
ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„გაცნობებთ, რომ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 3 აპრილს 08:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. მოსახლეობას ბუნებრივი გაზი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.