„გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ – აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ განცხადებას ავრცელებს

„გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ – აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. რუსული კანონის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას ავრცელებს.
ვედანტ პატელის განცხადებაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის გამოთქმული აშშ-ის შეშფოთება ამ ტიპის კანონთან დაკავშირებით და ხაზგასმულია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ