,,გავრცელდა ხმები, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით… თეა წულუკიანიც პარტიისგან განსხვავებულ აზრზეა” – ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, დღეს ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა.
როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, სხვა დამატებითი დეტალები არ აქვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში დღეს მივიდა.
“მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი“, – ამბობს ის.
“ოცნებაში“ ბევრი ბზარია, ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა. ძალიან ბევრი ხმა გამოდის, დღეს გამოვიდა ხმა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებებით. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული დაზიანებებით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოგვიანებით, ,,მთავარი არხის” ეთერში ბიჩიაშვილმა განაცხადა:
“ირაკლი ღარიბაშვილიც და თეა წულუკიანიც პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. პარტიაში დაპირისპირებაა. ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს გარეთ არ გამოდის, თუმცა რამდენადაც ვიცი, მას არანაირი ასოცირება აღარ უნდა იმ პროცესებთან, რაც მიმდინარეობს, თეაც ზუსტად იგივე აზრზეა, ჩემი ინფორმაციით… პარტიაში ძალიან ბევრს აქვს ჭმუნვა [შექმნილ ვითარებაზე]. კარგადაც ჩანს, რომ არც გამოდიან და, არც კომენტარს აკეთებენ, როცა ყველაფერი კარგად არის, ვიცით როგორ ჩამწკრივებულები, დალაგებულ ტექსტებს ლაპარაკობენ”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას