გავრცელდა კურსკის მიმართულებით დაღუპული რუსეთის არმიის ათობით მებრძოლის ფოტო, მათ შორის არიან ჩრდილოეთ კორეელებიც-“სქემები”

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ “სქემების” ჟურნალისტებმა 15 დეკემბერს ფოტოები მოიპოვეს კურსკის მიმართულებაზე მყოფი სამხედრო წყაროებისგან. სურათებზე გამოსახულია რამდენიმე იერიშის შედეგი, განადგურებული ტექნიკა და დახოცილი მებრძოლები გვამები.
სამხედროებს შორის არსებულმა წყაროებმა “სქემებს” უთხრეს, რომ დახოცილთა შორის არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის შერეული სამხედრო დანაყოფებში იბრძვიან. ამ ინფორმაციის დადასტურება ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი წყაროებისგან ვერ მოახერხეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციის თანახმად, გასული დღის განმავლობაში, კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედროებმა იერიშების დროს კურსკის ოლქში 200-მდე ადამიანი დაკარგეს.
14 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების წინააღმდეგ თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენების დაწყების შესახებ . “რუსები მათ რთავენ შერეულ სამხედრო პოლკებში და იყენებენ მათ ოპერაციებში კურსკის რეგიონის რაიონებში”, აღნიშნა ზელენსკიმ.
ინფორმაცია ჩრდილოთ კორეის დაახლოებით 11 ათასი ჯარისკაცის კურსკის ოლქში გადასროლის შესახებ დასავლურმა მედიამ ნოემრბის დასაწყისში გაავრცელა. რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას ეს ცნობა არ დაუდასტურებია. გამონაკლისია სპეცრაზმ “ახმატის” მეთაური, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რომელმაც ირიბად დაადასტურა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა რუსეთის არმიის მხარეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა