ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

"ტორინოსა" და "ნაპოლის" (3:0) მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" სპორტულმა დირექტორმა მარიო მელუსომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
59 წლის საფეხბურთო სელექციონერის თქმით, მიუხედავად ბოლო პერიოდში "ნაპოლის" არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, კლუბი მაცარის გათავისუფლებას არ განიხილავს.
"მაცარი 100%-ით ჩვენს გეგმებში შედის, მის გათავისუფლებას არ ვაპირებთ", - განაცხადა მელუსომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.