ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ში ირანის მისია - ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება, - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ში ირანის მისიის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის კონფლიქტში „წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.