გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი - ყველა სახის მიზოგინიასა და გენდერული ნიშნით ქალი პოლიტიკური ლიდერების შევიწროებას ვგმობ
ყველა სახის მიზოგინიასა და გენდერული ნიშნით ქალი პოლიტიკური ლიდერების შევიწროებას ვგმობ, - ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ საქართველოს პარლამენტში ქალების მისამართით გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, „სამწუხაროდ, ამ ფენომენს ჩვენ მსოფლიოს ყველა ნაწილში ვხედავთ“.
„გაერო-ს კვლევა პოლიტიკური ძალადობის შესახებ აჩვენებს, რომ ქალ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმები ხდება, რაც მათ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართვას ხელს უშლის. მე ყველა სახის მიზოგინიასა და გენდერული ნიშნით ქალი პოლიტიკური ლიდერების შევიწროებას ვგმობ“, - განაცხადა კაორი იშიკავამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.