ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი.
„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელს ღაზას სექტორში საკმარისი დღეების განმავლობაში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა - თავი შეიკავა.
გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი მტკიცებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.