გაერო-ს უშიშროების საბჭო, -ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო, -ირანის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, პარასკევს საგანგებო სხდომას გამართავს.
მედიის ინფორმაციით, სხდომა ირანის, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ალჟირის მოთხოვნით გაიმართება.
გაერო-ში ისრაელის ელჩის, დენი დენონის განცხადებით, შეხვედრას ისრაელის მხარეც დაესწრება.
„ისრაელმა არა მხოლოდ თავი დაიცვა, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეც აღმოფხვრა“, – განაცხადა ელჩმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტის შემდგომ ინტერნაციონალიზაციას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს.
„ნებისმიერ დამატებით სამხედრო ჩარევას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ჩართული მხარეებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)