ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო - ღაზაში 4 თვეში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში

ღაზაში, ომის დაწყებიდან ოთხი თვის პერიოდში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ოთხი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ.
ორგანიზაციის გენერალურმა კომისარმა, ფილიპ ლაზარინიმ ამ მონაცემებს "გამაოგნებელი" უწოდა და გააზიარა დიაგრამა, რომელზედაც 2019-2022 წლებში გლობალურად მიმდინარე კონფლიქტებში დაღუპული ბავშვების რაოდენობა ღაზაში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე დაღუპული ბავშვების რაოდენობას არის შედარებული.
პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019-2022 წლებში, გლობალურად, 12 193 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ღაზაში მიმდინარე ომს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით - 12 300 ბავშვი ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.