პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დააბრუნოს ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გენერალური ასამბლეა მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყოს უკანონოდ გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იძულებითი გადაადგილების, დეპორტაციის, ბავშვების ოჯახებისა და კანონიერი მეურვეებისგან გამოყოფის, პირადი სტატუსის შეცვლის, მათ შორის მოქალაქეობის, გაშვილების ან მინდობით ოჯახებში განთავსების და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 91-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი წავიდა, 57-მა კი თავი შეიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.