ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდხანს ვიგრძნობთ მის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს და მით უფრო რთული იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის პოვნა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის დამყარების საკითხებში, როზმარი დიკარლომ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მან გაიხსენა თებერვალში უშიშროების საბჭოს 2774-ე რეზოლუციის მიღება, რომელიც პირველი ასეთი დოკუმენტი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და რომელმაც დიპლომატიური გადაწყვეტის ოპტიმიზმის განცდა გააჩინა. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, მას შემდეგ ეს ოპტიმიზმი საერთაშორისო იმედგაცრუებამ და უკრაინაში თავდასხმების შემდეგ გაჩენილმა კიდევ უფრო მეტმა ტანჯვამ ჩაანაცვლა.
„იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.