არქივი18 ივნისი, 2024, 15:50
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - დასავლეთ სანაპიროზე სიტუაცია მკვეთრად უარესდება
დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 528 პალესტინელი, მათ შორის 133 ბავშვი დაიღუპა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით შეძრწუნებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.