ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო საქართველოში მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაერო საქართველოში მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [გაერო] საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გაეროს პრესსპიკერმა სტეფანი დუჯარიკმა განცხადება დღეს, 4 დეკემბერს გაავრცელა.
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას.
თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა [პოლიტიკურ] აქტორს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს და შეეცადონ, უთანხმოება დიალოგის გზით დაძლიონ", - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.