ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-მ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გადადო, რადგან აშშ რეზოლუციის ფორმულირებას არ ეთანხმება

გაერო-ს უშიშროების საბჭომ გადადო ორშაბათს დაგეგმილი კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ღაზაში საომარი მოქმედებების მდგრად შეწყვეტას მოითხოვს. უშიშოების საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ფორმულირებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს.
კერძოდ, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის“ შესახებ მითითებას, თუმცა, შესაძლოა, დაეთანხმოს „საომარი მოქმედებების შეჩერების“ მოწოდებას.
არაბული ქვეყნების განცხადებით, რომლებიც რეზოლუციის ტექსტზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, წამახალისებელია იმის ხილვა, რომ თეთრი სახლი აშკარად ცდილობს იპოვოს ფორმულირება, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ვეტო გამოიყენოს, როგორც მან ეს 18 ოქტომბერსა და 9 დეკემბერს გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.