გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე – ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს – წარმოუდგენელი საშინელება და ბავშვების ყველაზე დიდი ხოცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა.
ვოლკერ თურქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფმა თავდასხმის ადგილი მოინახულა, ზიანი დააფიქსირა და მოკლული ბავშვების სახელები და ვინაობა დაადგინა.
„ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა – ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე კრივი-რიჰში თბილ პარასკევს საღამოს, როდესაც ოჯახები შეკრებილები იყვნენ სათამაშო მოედანთან, რესტორანთან და საცხოვრებელ კორპუსებთან. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის უგუნურ უგულებელყოფას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და თუ ის წარმოადგენს თავდასხმებს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს.
ვოლკერ თურქი კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის სწრაფ, საფუძვლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა