გაერო – თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს

ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ის რაოდენობა, რისი შეტანის საშუალებასაც ღაზაში იძლევა, საკმარისი არ არის.
ფლეტჩერმა განაცხადა, რომ გუშინ ღაზას სექტორში დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა, თუმცა ეს „ზღვაში წვეთი“ და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სრულიად არასაკმარისია.
მისი თქმით, ბავშვთა საკვებით დატვირთული დახმარების სატვირთო მანქანები მშვიდობიან მოსახლეობამდე ვერ აღწევენ, რადგან საზღვრის მეორე მხარეს არიან.
ფლეტჩერმა განაცხადა, რომ თუ დახმარება მოსახლეობამდე დროულად არ მიაღწევს, შესაძლოა, 48 საათში 14 000 ჩვილი დაიღუპოს.
“მინდა, რომ მომდევნო 48 საათში რაც შეიძლება მეტი 14 000 ჩვილი გადავარჩინო”, – განუცხადა მან BBC-ს.
როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაადგინა გაერომ ეს რიცხვი, მან უპასუხა: „ჩვენ გვყავს ძლიერი ჯგუფები ადგილზე, ბევრი ადამიანი გვყავს ადგილზე – ისინი სამედიცინო ცენტრებში, სკოლებში იმყოფებიან და ცდილობენ საჭიროებების შეფასებას“.a

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…