გაერო აცხადებს, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ, რომ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრა თანამშრომელმა შესაძლოა, 7 ოქტომბრის თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა
პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრა თანამშრომელმა შესაძლოა 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.
„ცხრა პირთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულება შეგროვდა, რათა დავასკვნათ, რომ ისინი შესაძლოა, 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა გაერო-ს სპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაქიმ.
ფარჰან ჰაქიმ აღნიშნა, რომ გაერო-ს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრამეტი თანამშრომლის „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ გამოძიება დაასრულა და ცხრა თანამშრომელს გაათავისუფლებენ.
„ჩვენთვის, თავდასხმებში ნებისმიერი მონაწილეობა უზარმაზარ ღალატს წარმოადგენს იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც ჩვენ პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ უნდა ვასრულებდეთ“, - აღნიშნა ფარჰან ჰაქიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.