არქივი17 ნოემბერი, 2023, 12:13
გაერო ადასტურებს, რომ ღაზისთვის დახმარების შეტანას ვეღარ ახერხებს
გაერო-მ დაადასტურა, რომ დღეს ღაზის სექტორში დახმარება ვერ შეაქვს, რადგან ადგილზე თანამშრომლებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ღაზაში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი მეორე დღეა გამორთულია და დახმარების განაწილებისთვის საკმარისი საწვავი არ არის.
პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენელმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს, თუ კომუნიკაციები აღდგება და საწვავის მარაგი იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.