გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო შერბილებული რეზოლუცია ღაზის სექტორისთვის დახმარების შესახებ
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუციის შერბილებული ვერსია, რომელშიც ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივ დახმარების მიწოდების დაჩქარებისკენ მოწოდებაა გამოთქმული, მაგრამ არ წერია თავდაპირველი მოწოდება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელსა შორის საომარი მოქმედების სასწრაფო შეწყვეტის შესახებ.
საბჭოში, რომელშიც 15 წევრია, კენჭისყრა შედგა 22 დეკემბერს. რეზოლუციას მიემხრო 13 წევრი. აშშ-მა და რუსეთმა თავი შეიკავეს. ეს მოხდა მას მერე, რაც აშშ-მა რუსეთის შესწორებას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ ვეტო დაადო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.