ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების გამო სასწრაფო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების გამო სასწრაფო სხდომას გამართავს

კოლუმბიის მოთხოვნით, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს შეიკრიბება, რათა განიხილოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება აშშ-ის მიერ, – წერს Reuters დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომა 15 წევრისგან შედგება. ვენესუელის ელჩმა გაეროში, სამუელ მონკადამ, 3 იანვარს, შაბათს, უსაფრთხოების საბჭოს წერილით მიმართა, სადაც აშშ-ის მოქმედებები დაგმო და ვენესუელაში განვითარებული მოვლენები „კოლონიალურ ომად“ მოიხსენია.
„ეს არის კოლონიალური ომი, რომელიც მიმართულია ჩვენი რესპუბლიკური მმართველობის ფორმის განადგურებისკენ – იმ ხელისუფლების, რომელიც ჩვენი ხახლმა თავისუფლად აირჩია, და მარიონეტული მთავრობის დასაყენებლად, რაც საშუალებას მისცემს მათ, დაარბიონ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობის მარაგები,“ – განაცხადა მონკადამ.
ვენესუელის ელჩის თქმით, აშშ-მა დაარღვია გაეროს ქარტია და მან დოკუმენტიდან ციტატაც მოიყვანა:
„ყველა წევრი სახელმწიფოს ევალება, თავიანთ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან – ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის, წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა, ღამით განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს „საშიშ პრეცედენტად“ მოიხსენია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.