ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ მძევლების უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნით.
შეერთებულმა შტატებს ამჯერად არ გამოუყენებია ვეტოს უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა წარადგინა.
აშშ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, ამ დრომდე არ უჭერდა მხარს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იყენებდა ვეტოს უფლებას მოკავშირე ისრაელის სასარგებლოდ.
2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ რაზმები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 30 მიმართულებიდან, ხელში ჩაიგდეს 22 დასახლებული პუნქტი, დახოცეს 1400-მდე ისრაელელი. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზაში, რომელსაც „ჰამასის“ ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.