ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა. გადაწყვეტილება ალ-შარაას თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტამდე სამი დღით ადრე მიიღეს.
სხდომაზე 15 ხმიდან 14 სანქციების მოხსნის სასარგებლოდ იყო, გადაწყვეტილების მიღებისგან მხოლოდ ჩინეთმა შეიკავა თავი.
ცნობისთვის, 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისლამისტური ჯგუფის ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) ხელმძღვანელობით მოქმედი ამბოხებული ძალების სწრაფი შეტევის შედეგად ჩამოაგდეს.
ზოგადად, 2016 წლამდე HTS სირიაში ალ-კაიდას ოფიციალური ფრთა იყო. 2014 წლის მაისიდან ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს ალ-კაიდასა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაშია.
HTS-ის ზოგიერთი წევრი გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, მათ შორის, მისი ლიდერი შარაა და ხატაბიც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.