გაეროს უმაღლესმა სასამართლომ ისრაელის მიერ მიწების ოკუპაციის საკითხზე მოსმენები დაიწყო

ორშაბათს პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს ბრალი აპარტეიდში დასდო და გაეროს უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, ისრაელის მიერ პალესტინელთა სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების ოკუპაცია უკანონოდ გამოაცხადოს და ოკუპაციის დაუყოვნებელი და უპირობო დასრულებისკენ მოუწოდოს.
ბრალდება ისტორიული სასამართლო მოსმენის დასაწყისში გაჟღერდა, რომელიც პალესტინური სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების 57 წლიანი ოკუპაციის კანონიერების საკითხს განიხილავს. მოსმენა ისრაელ -„ჰამასის“ ომის ფონზე დაიწყო. ომი განხილვის მთავარ საგნად იქცა, როდესაც მოსმენის ფოკუსში მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის, ღაზის სექტორის ისრაელის მიერ განუსაზღვრელი დროით კონტროლი და აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია უნდა ყოფილიყო.
სასამართლო სესია, რომელიც, სავარაუდოდ, ექვს დღეს გაგრძელდება, გაეროს გენერალური ასამბლეის თხოვნით ტარდება და მისი მიზანია შეიმუშაოს ლეგალურად არასავალდებულო დასკვნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის პოლიტიკას შეეხება. არსებობს მოლოდინი, რომ მოსამართლეებს დასკვნის შესამუშავებლად თვეები დასჭირდებათ.
პალესტინელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიწის დიდი ნაწილების ოკუპაციით, ისრაელმა ტერიტორიის დაპყრობის აკრძალვა და პალესტინელების თვითგამორკვევის უფლება დაარღვია და რასობრივი დისკრიმინაციის და აპარტეიდის სისტემა დაამყარა.
პალესტინელთა მიმართვის შემდეგ, სიტყვით 51 ქვეყანა და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოვა. მოსმენაზე ისრაელის სიტყვით გამოსვლა არ არის დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანა წერილობით განცხადებას წარმოადგენს.
ექსპერტების აზრით, მიმდინარე ოკუპაციას, სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად