გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, ჰუმანიტარული მიზნით, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, - ამის შესახებ BBC წერს.
რეზოლუციას მხარი 153-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო (მათ შორის აშშ და ისრაელი), 23-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა (ამ ქვეყანათა შორისაა უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საქართველო).
ეს იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მეორე მცდელობა, ამოქმედდეს ე.წ. ჰუმანიტარული ზავი. წინა რეზოლუცია ოქტომბერში მიიღეს. მაშინ დოკუმენტს მხარი 121-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ 14 წავიდა, 44-მა კი თავი შეიკავა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.