პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივნისს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, რომელსაც მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის — მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად — თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ქონებრივი უფლებების პატივისცემა, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე მუშაობის საჭიროება და საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში მშვიდობის დამყარებისკენ მოწოდება.
წინააღმდეგნი (9 ქვეყანა):
· ბელარუსი
· კუბა
· ჩრდილოეთ კორეა
· ეკვატორული გვინეა
· მალი
· ნიკარაგუა
· რუსეთის ფედერაცია
· სუდანი
· ზიმბაბვე
თავი შეიკავეს (49 ქვეყანა):
· სერბეთი
· სომხეთი
· ყაზახეთი
· უზბეკეთი
· ტაჯიკეთი
· ყირგიზეთი
· ვიეტნამი
· ეგვიპტე
· სამხრეთ აფრიკა
· ბრაზილია
· ინდოეთი
· მექსიკა
· თურქეთი
· ინდონეზია
· არაბთა გაერთიანებული საამიროები (United Arab Emirates)
· საუდის არაბეთი
· სინგაპური
· შვეიცარია
· ესპანეთი
· სლოვენია
· სლოვაკეთი და სხვა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.